მიხეილ სარჯველაძე - საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული
საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, სერიოზული წინსვლა არსებობს ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების განკურნების კუთხითაც.
„2015 წლიდან მოყოლებული, უკვე დაახლოებით 82 000 ადამიანია განკურნებული და, პრაქტიკულად, საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა დავიწყეთ. აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. რაც შეეხება ტუბერკულოზს, ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვაქვს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევების გავრცელება 71%-ით შემცირდა და განკურნების მაჩვენებელი 65%-დან 80%-მდე გაიზარდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.