მიხეილ სარჯველაძე - საქართველო ოკუპაციას ვერასოდეს შეეგუება, ქვეყანას მხარში უდგას მთლიანად მსოფლიო და ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია იმედის მომცემია
ჩვენი პოზიცია მანამდე იქნება უცვლელი, ვიდრე საქართველოში ოკუპაცია არ დასრულდება და ერთი მტკაველი მიწა იქნება ოკუპირებული. რასაკვირველია, ამასთან შეურიგებელია მთელი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ოკუპაციას ვერასოდეს შეეგუება, ქვეყანას მხარში უდგას მთლიანად მსოფლიო და ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია იმედის მომცემია.
„ეს არის საქართველოს მოუშუშებელი და მტკივნეული ჭრილობა, რაც ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სუფევს. ოკუპაციას საქართველო ვერასოდეს შეეგუება. ქვეყანას მხარში უდგას მთლიანად მსოფლიო და ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია იმედის მომცემია. დიდი იმედი მაქვს, ოკუპაცია მალე დასრულდება და შესაძლებელი იქნება, გამთლიანებულ საქართველოში ვიცხოვროთ, რაც საქართველოს თითოული მოქალაქის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და გმირების წინაშე, რომლებიც, მათ შორის, 2008 წელს გმირულად დაეცნენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.