მიხეილ სარჯველაძე - საქართველო მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობის გამყარებას
საქართველო მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობის გამყარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა უაღრესად დიდია.
„ეს სასიხარულო ამბავია. საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში. მათ შორის, ეს ეხება განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს. საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონში სიმშვიდეს, რეგიონში მშვიდობის გამყარებას. ყველა სახელმწიფოს მხრიდან, რომელთანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, საქართველო სანდო პარტნიორად რომ აღიქმება, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის არა უბრალოდ დიპლომატიურ, არამედ, ზოგადად, გამარჯვებას და წარმატებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.