მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის გადაწყვეტილების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის გადაწყვეტილების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ლეგიტიმაციის პრობლემის ქვეშ ვერ დადგება.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაზე, მონაწილეობა არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში.
„მოსამართლეების შერჩევის პროცესი ლეგიტიმური ერთმნიშვნელოვნად იქნება. ყველაზე მეტად გული დამწყდა სახალხო დამცველის გაკეთებულ განცხადებაზე. გული დამწყდა არა იმიტომ, რომ პროცესს რაიმე დააკლდება და მისი ჩართულობა, არამედ უფრო სრულფასოვანი იქნებოდა მისი მხრიდან ჩართულობით ამ პროცესების წარმართვა, რადგან ეს პირველ რიგში მისი მანდატისთვის იქნებოდა შესაფერისი და შესატყვისი.
სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ამით პროცესი ლეგიტიმაციის პრობლემის ქვეშ ვერ დადგება. ოპოზიციის მიმართ იგივე დამოკიდებულება მაქვს. კარგი იქნებოდა, მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ ისინი მონაწილეობას რომ არ იღებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. ისინი მონაწილეობას არ იღებენ მიმდინარე საკანონმდებლო აქტის მიღებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო კანონები აღარ უნდა მივიღოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.