მიხეილ სარჯველაძე - საჩხერეში ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის გახსნა არის მორიგი გამარჯვება ქართული ჯანდაცვის სისტემის, ეს მიმართულება არის ახალი სიტყვა სამედიცინო მეცნიერებაში
მიხეილ სარჯველაძე - საჩხერეში ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის გახსნა არის მორიგი გამარჯვება ქართული ჯანდაცვის სისტემის, ეს მიმართულება არის ახალი სიტყვა სამედიცინო მეცნიერებაში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის გახსნა არის მორიგი გამარჯვება ქართული ჯანდაცვის სისტემის.

როგორც მან აღნიშნა, ეს მიმართულება არის ახალი სიტყვა სამედიცინო მეცნიერებაში.

„ეს არის მოსალოცი ამბავი საქართველოსთვის, რადგან ეს მიმართულება არის, საზოგდოდ, ყველაზე თანამედროვე, ახალი სიტყვა სამედიცინო მეცნიერებაში. საქართველოში როდესაც იდგმება ნაბიჯები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზედაც მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები და კვლევითი ინსტიტუტები მუშაობენ, ეს არის არა უბრალოდ სასიხარულო ამბავი, არამედ ქვეყნისთვის მისალოცი ამბავი. ეს არის მორიგი გამარჯვება ჩვენი ქართული ჯანდაცვის სისტემის. ვფიქრობ, ამ მიმართულებით განვითარების გაღრმავება იქნება საწინდარი შემდგომი ძალიან სერიოზული მიღწევებისა, რომელთა ადგილიც სწორედ საქართველო იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.