მიხეილ სარჯველაძე - საბედნიეროდ, იკლებს ევროსკეპტიკოსების და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არ არიან გაფართოების მომხრე, ეს აჩენს სივრცეებს საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის
მიხეილ სარჯველაძე - საბედნიეროდ, იკლებს ევროსკეპტიკოსების და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არ არიან გაფართოების მომხრე, ეს აჩენს სივრცეებს საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის

საბედნიეროდ, ევროსკეპტიკოსების, გაფართოების არამომხრეთა რიცხვი კლებულობს. ეს აჩენს სივრცეებს საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

სარჯველაძის თქმით, ევროპაში დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ხედავს ევროპის უსაფრთხოებისთვის გაფართოების მნიშვნელობას.

„ეს გულისხმობს იმას, რომ სივრცეები, სადაც სტრატეგიული განვითარება არ ხორციელდება, შეიძლება იყოს მიზეზი და პრობლემების გაჩენის საწყისი. ამას ძალიან კარგად ხვდებიან ევროპაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუნდაც მსგავსი შეხვედრებით და თანამშრომლობის სხვა ფორმატებით გვექნება შესაძლებლობა, რომ გავაღრმაოთ ამ თვალსაზრისით დისკუსია. ვფიქრობ, რომ ეს ყველა შემთხვევაში ის გზაა, რომლითაც საქართველო შეძლებს, რომ თავისი სასიცოცხლო ინტერესები დაიკმაყოფილოს, ეს განიხილება, როგორც ევროპისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამომავლო განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.