მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებისთვისაც იმთავითვე გამორიცხული იყო მოლაპარაკება, ასევე ძალები, რომლებთან მოლაპარაკების რესურსი შესაძლოა, კვლავაც იყოს
მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებისთვისაც იმთავითვე გამორიცხული იყო მოლაპარაკება, ასევე ძალები, რომლებთან მოლაპარაკების რესურსი შესაძლოა, კვლავაც იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, როგორც ჩანს, ოპოზიციაში არსებობენ ძალები, რომლებისთვისაც მოლაპარაკება თავიდანვე გამორიცხული იყო, თუმცა არიან ისეთი ძალებიც, რომლებთან მოლაპარაკების რესურსი შესაძლოა, კვლავ არსებობდეს.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებისთვისაც იმთავითვე გამორიცხული იყო მოლაპარაკება. მე არ მგონია, რომ პერსპექტივა არსებობდა იმთავითვე, თუმცა ამას შეფასება და გაანალიზება სჭირდება. ასევე, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ოპოზიციაში არსებობდნენ ძალები, რომლებთანაც მოლაპარაკებას შეიძლება, კვლავაც ჰქონდეს რესურსი, ეს ცხადია.

ოპოზიციის შეფასებისას წყალგამყოფი და კრიტერიუმი არის ის, თუ რამდენად შეუძლიათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი დააყენონ უფრო მაღლა, ვიდრე – ვიწროპარტიული ინტერესები. ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ოპოზოციურ პარტიას ავალდებულებს, რომ შეასრულოს კონკრეტული ფუნქცია, რაც გულისხმობს პარლამენტში მოღვაწეობას და შესაბამისად, საპარლმენტო ცხოვრებაში, კონკრეტულ დისკუსიებში იმ ხმების გახოვანებას, რომელი ხმებიც მათ ოპოზიციურად განწყობილი ელექტრორატის მხრიდან აქვთ მოპოვებული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.