მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, „ლელო“ თვლის, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს და უკუსვლით უნდა ვიაროთ
როგორც ჩანს, „ლელო“ თვლის, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს, არაფერი უნდა შესრულდეს და უკუსვლით უნდა ვიაროთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო“ ასეთი დამოკიდებულებით შორს ვერ წავა.
„მაინცდამაინც სერიოზულად განსახილველიც აღარ არის ასეთი პოლიტიკური პარტიები. მათ შორის, უპირველესად, „ლელო“. როგორია მოლოდინები? მოლოდინებზე მეტად, სურვილებზე გეტყოდით, ოპოზიციამ წარმოადგინოს რაც შეიძლება მეტი სადისკუსიო თემა იმის ირგვლივ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებს დაუკავშირდება. თუ ორი კვირის შემდეგ საკითხების ფართო სპექტრი გვექნება, რაზეც ისინი მუშაობას ისურვებდნენ, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.