მიხეილ სარჯველაძე -  პროტესტი სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა გამოიხატოს, ეს უკლებლივ ყველას მოეთხოვება
მიხეილ სარჯველაძე - პროტესტი სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა გამოიხატოს, ეს უკლებლივ ყველას მოეთხოვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ადამიანებს აქვთ უფლება, გამოხატონ პროტესტი. თუმცა, როგორც სარჯველაძე ამბობს, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს და სამართლებრივი ნორმები განუხრელად უნდა იყოს დაცული.

„ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე კვლავ უცვლელია და შეუძლებელია, ცვალებადი იყოს. ჩვენ ვაღიარებთ და ვადასტურებთ ადამიანთა უფლებას, რომ პროტესტი გამოხატონ. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა უფლება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, იმ ჩარჩოების და ფარგლების დაცვით, რასაც ჰქვია სხვისი უფლებების პატივისცემა და სამართლებრივი ნორმების განუხრელად დაცვა. ეს ჩვენს ქვეყანაში უკლებლივ ყველას მოეთხოვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.