მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკური თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობა“ დალპა, იქ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ დარჩა
პოლიტიკური თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობა“ დალპა, იქ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ დარჩა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერი ახალი არ ხდება.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ორგანიზაცია დალპა. დალპა ნიშნავს, რომ იქ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ ვითარდება. ამ კონფრონტაციის ყოველი შემდგომი გაღრმავება კანონზომიერებაა: ურთიერთთავდასხმები და შეუთანხმებლობები. ამაზე ვისაუბრეთ თავის დროზე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების პერიოდი იყო. ვთქვით, რომ შეუძლებელია, ეს პარტია განაგრძობდეს იმავე ფორმითა და შემადგენლობით ფუნქციონირებას. მათი მხრიდან იყო მცდელობა, რომ ამბობდნენ, ვრჩებით პარტიაში და ასე გავაგრძელებთ. გამორიცხულია. ჯანმრთელი ქსოვილები იქ აღარ დარჩა, იმ დაწესებულებაში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ამ ორგანიზაციის ლოგიკური დასასრულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.