მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან ნიკა მელიას ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო წინაღობა მოლაპარაკებების შედეგიანად დასამთავრებლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხის გადაწყვეტა სწორი არ არის.
მისივე შეფასებით, ნიკა მელიას ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო წინაღობა მოლაპარაკებების შედეგიანად დასამთავრებლად.
„მართლმსაჯულების ორგანოებს ვადროოთ, რომ სამართლებრივი პროცედურა წარმართონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკური მიზანშეწონილობით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხის გადაწყვეტას, მე არ მგონია სწორი. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ნიკა მელიას ფაქტორი არ ყოფილა და არც უნდა ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდანაც წინაღობა მოლაპარაკებების შედეგიანად დასამთავრებლად. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, რიგი ოპოზიციური პარტიებისა მართლმსაჯულების ამ საქმეს განიხილავდნენ, როგორც წინაღობას. ეს არ იყო სწორი და ამ შემთხვევაში იყო შეცდომა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.