მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია სხდომიდან კმაყოფილი ვერ გავიდოდა, ნახეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამართულია და უზრუნველყოფს ყველა ფუნქციის შესრულებას, რისთვისაც არსებობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტის სხდომიდან, სადაც სუს-მა ანაგარიში წარადგინა, ოპოზიცია კმაყოფილი ვერ გავიდოდა.
მისი თქმით, ანგარიშის განხილვის პროცესში არცერთი ისეთი ფაქტორი არ ყოფილა, რითიც მათ შეეძლებოდათ, წინასწარ გამზადებული დასკვნები გაემყარებინათ.
„ოპოზიცია სხდომაზე რისთვისაც შემოვიდა, აქედან შეფასებები გაეტანათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ბერკეტია, ამისთვის დასაყრდენი ვერ ნახეს. განხილვის პროცესში არცერთი ისეთი ფაქტორი არ ყოფილა, რითიც მათ შეეძლებოდათ, მათ მიერვე წინასწარ გამზადებული დასკვნები და მესიჯები გაემყარებინათ. რასაკვირველია, ამ სხდომიდან ოპოზიცია კმაყოფილი ვერ გავიდოდა. სხდომაზე მათთვის ვერაფერი ნახეს. ნახეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამართულია და ყველა იმ ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს, რისთვისაც ეს უწყება არსებობს. ისინი იცავენ ქვეყანას და დღევანდელი სისტემა ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებას უზრუნველყოფს.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანგარიში პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. მოხსენების შემდეგ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.