მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია დამარცხდა მათ მიერ არჩეულ ტაქტიკაში, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყანას წარმატებისთვის არ მიეღწია
ოპოზიცია დამარცხდა მათ მიერ არჩეულ ტაქტიკაში, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყანას წარმატებისთვის არ მიეღწია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა სრულიად უსარგებლოა.
„ოპოზიციის მიერ არჩეული ტაქტიკა, რაღაცნაირად გააუფასურონ ხელისუფლების წარმატება, სრულიად უსარგებლოა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ხელისუფლებაზე მეტად ქვეყნის წარმატებაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატებაა, მაგრამ, პირველ რიგში, ქვეყნის წარმატებაა. თურმე კანდიდატის სტატუსს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ვფიქრობ, ოპოზიცია მოსალოდნელი მარცხის წინაშე დგას, რადგან ოპოზიცია დამარცხდა მათ მიერ არჩეულ ტაქტიკაში, რომ ქვეყანას წარმატებისთვის არ მიეღწია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.