მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიამ პოლიტიკურ გამოცდილებაში დაახვავა ისეთი ინციდენტები, რომლებიც მერობის სერიოზულ კანდიდატად ჩამოყალიბებაში ხელს შეუშლის
ნიკა მელიამ თავის პოლიტიკურ გამოცდილებაში დაახვავა ისეთი ინციდენტები და ფაქტები, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს, რომ ჩამოყალიბდეს სერიოზულ მერობის კანდიდატად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას ქმედებების ამომრჩეველს ყურადღების მიღმა არ დარჩება.
„მათ შორის ის ქმედებები, რომელიც მიმართული იყო მოქმედი კანონმდებლობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. არ მგონია, რომ ამან მისთვის უმტკივნეულოდ ჩაიაროს. ამომრჩევლის თვალში ეს ყურადღების მიღმა არ დარჩება და არ მგონია განსახილველი იყოს როგორც სერიოზული კანდიდატი. ეს ოპოზიციის მხრიდანაც შეცდომა იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.