მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული

ნიკა მელია ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას თუ მიმხრობას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახლა ცდილობდნენ, პარლამენტიდან გაიყვანონ ოპოზიცია და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, ეს არის კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა.

„მორიგ ჯერზეც მელიას არასწორი მსჯელობაა. არ მგონია, მელია ვერ ხვდებოდეს, რომ ეს არასწორი მსჯელობაა. ის ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას თუ მიმხრობას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული. როგორც ჩანს, ახლა მელია ცდილობს, რომ სწორედ ამ კატეგორიის ელექტორატზე და მათ მიმხრობაზე იმუშაოს. ის, რომ აბსურდულია ეს მსჯელობა, ყველას კარგად მოეხსენება. იმ ფონზე, როდესაც მიზეზი აღარ დარჩა არავის სათქმელად არჩევნების ავკარგიანობასთან დაკავშირებით, ახლა ისხდნენ და საუბრობდნენ ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება. დეპოლარიზაციის რეკომენდაცია გვაქვს მიღებული, სხვას თავი რომ დავანებოთ, ქვეყანას და ამ ფონზე ცდილობდნენ, რომ პარლამენტიდან გაიყვანონ ოპოზიცია და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა. ამას არამც და არამც საერთო არაფერი აქვს ცივილიზებულად პოლიტიკის კეთების პროცესთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.