მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 9 აპრილს აქციის გამართვა იყო პოლიტიკური ამორალობა, არ მგონია, მათი მოთხოვნები რელევანტური იყოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 9 აპრილს აქციის გამართვა იყო პოლიტიკური ამორალობა.
მისივე თქმით, აქციის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება იყო.
„არ მგონია, რელევანტური იყოს მათი მოთხოვნები, მათ შორის ლაზარეს გათავისუფლება. ოპოზიცია საკითხს აყენებს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის ადამიანები პასუხისგებაში არ მიეცნენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება, გავამართლოთ საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა. ამ პირის ჩადენილია თუ არა, ამას სამართალდამცველები და სასამართლო გაარკვევენ. ცალკეული პოლიტიკოსები ემიჯნებიან 2012 წლამდე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას და თან ერთიანდებიან იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლის წარმომადგენლები არიან კეზერაშვილ-მერაბიშვილი“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.