მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით, არის პოპულისტური და რეალურ გათვლებთან საერთო არ აქვს
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით, არის პოპულისტური და რეალურ გათვლებთან საერთო არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით, არის პოპულისტური.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საკითხის ასე დაყენება, რომ მოიხსნას აქციზის გადასახადი და ფასები შემცირდება სწორი არ არის.

„აქციზზე ფასის მოხსნით კაცმა არ იცის შემცირდება თუ არა ფასები, მეორე, არავინ იცის რამდენით შემცირდება. ასე შეგვიძლია, ყველა გადასახადი მოვხსნათ და ერთბაშად ერთჯერადი ეფექტი ექნება, რომ გარკვეული პროდუქტები გაიაფდება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება სახელმწიფო ბანკროტი, რადგან სახელმწიფო ცხოვრობს გადასახადებით, მათ შორის აი ამ აქციზით, დღგ-თი და ა.შ. სახელმწიფო რომ ბანკროტი აღმოჩნდება და შეიძლება, ამან ნეგატიურად ითამაშოს როლი ლარის კურსთან მიმართებაში, შემდეგ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დააზღვევს იმას, რომ მაგალითად, თუ დღეს ფასი შემცირდება 5%-ით, რომ მერე 50%-ით არ გაძვირდება მომდევნო თვეში. ამას ხომ ვინმემ ანგარიში უნდა გაუწიოს, უბრალოდ ეს არის მტკნარი პოპულიზმი, მეტი არაფერი ამას რეალობასთან და რეალურ გათვლებთან საერთო არ აქვს. დასხდნენ ისაუბრონ პროფესიონალებთან, მათ შორის საჯარო სივრცეშიც, და აღმოაჩნეს ნებისმიერი დამკვირვებელი, რომ ეს არის ლიტონი, მტკნარი პოპულიზმი, მეტი არაფერი სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს განაცხადა, რომ აქციზის გადასახადი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რაც საწვავზე ფასებს შეამცირებს.