მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქართულ საზოგადოებას
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქართულ საზოგადოებას

მარცხი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ განიცადა, უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება და ამ ტენდენციას ვადევნებთ თვალს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქართულ საზოგადოებას.

„მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ რღვევა, რადგან თავის დროზე ჯგუფებს შორის ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ წარმოუდგენელი იყო, პარტიას იმავე სახით ეარსება. ამიტომ მარცხი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ განიცადა, უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება და ამ ტენდენციას ვადევნებთ თვალს: როგორც ოფისის გახსნა, ასევე შეფასებები. არ მგონია, რომ პარტიაში რომელიმე ძალა იყოს მეტად და ნაკლებად საზიანო ქართული პოლიტიკისთვის, რადგან ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.