მიხეილ სარჯველაძე - მთავარია, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით არც ერთი ფაქტი არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი პასუხის გარეშე
მთავარია, რომ არც ერთი ფაქტი არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი პასუხის გარეშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 ივლისის აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, 5 ივლისს საპოლიციო ძალები მოვლენების ისე განვითარებას, როგორც მოხდა, არ ელოდნენ.
„იმ დროს, როდესაც ეს ინციდენტები დაიწყო ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი ასე მოვლენების განვითარება. ის რაოდენობა პოლიციელებისა, რომელიც ეპიცენტრში იმყოფებოდნენ არ აღმოჩნდნენ საკმარისი რაოდენობით. შემდეგ, მყისიერი იყო რეაგირება. მომდევნო დღეს აბსოლუტურად თანაზომიერად იქნა საპოლიციო ძალები გამოყენებული. დასაწყისში რომ ასე ვერ მოხერხდა, ვფიქრობ, ახსნაა, რომ იმ დროს მოვლენების ასე განვითარება მოსალოდნელი არ ყოფილა“, – განაცხადა სარჯველაძემ.