მიხეილ სარჯველაძე - მოტივირებულ შენიშვნებს ინტერესით გავეცანი, როცა ვეტო წავიკითხე, უარყოფითად გაოცებული დავრჩი, იქ ამოიკითხავთ აღიარებას, რომ კანონპროექტი სამართლებრივად სწორია
მიხეილ სარჯველაძე - მოტივირებულ შენიშვნებს ინტერესით გავეცანი, როცა ვეტო წავიკითხე, უარყოფითად გაოცებული დავრჩი, იქ ამოიკითხავთ აღიარებას, რომ კანონპროექტი სამართლებრივად სწორია

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დიდი ინტერესით გავეცანი და მენდეთ, უარყოფითად გაოცებული დავრჩი, როცა ვეტო წავიკითხე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოში არის აღიარება, რომ მომზადებული კანონპროექტი სამართლებრივად სწორია.

„მოტივირებულ შენიშვნებს დიდი ინტერესით გავეცანი. მენდეთ, უარყოფითად გაოცებული დავრჩი, როცა ვეტო წავიკითხე, რადგან იქ იმის აღიარებას ამოიკითხავთ, რომ ჩვენი მომზადებული კანონპროექტი სამართლებრივად სწორია, რადგან თავად ხვდება, რომ არ შეიძლება, ცესკო-ს მოადგილე პარტიული სიით იყოს არჩეული. შემდეგ საუბრობს არა იმაზე, რატომ არ ეთანხმება ჩვენს ინიციატივას, არამედ მსჯელობს, რომ ადრე მიღებული ცვლილებებით უნდა დაკომპლექტდეს ცესკო. ანუ, ახალ ინიციატივას აყალიბებს. გაუმართავია ვეტო. არ ამბობს, რომ გეთანხმებითო, მაგრამ პრობლემას ხედავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.