მიხეილ სარჯველაძე - მოქალაქეებს ნუ შევაყრით ნაცარს თვალში და ნუ დავარწმუნებთ, რომ ვადამდელი არჩევნები გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან, ეს არის მოსახლეობის მოტყუება
მიხეილ სარჯველაძე - მოქალაქეებს ნუ შევაყრით ნაცარს თვალში და ნუ დავარწმუნებთ, რომ ვადამდელი არჩევნები გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან, ეს არის მოსახლეობის მოტყუება

იმდენად ცუდ პრეცედენტს გააჩენს უმიზეზოდ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის დროს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღება, ვფიქრობ, რომ ეს ყველა შემთხვევაში არის უპასუხისმგებლო მოთხოვნა, შესაბამისად, ამაზე აყოლა არაფერს სასიკეთოს ჩვენ ქვეყანას არ მოუტანს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„რეალურად, მოქალაქეებს ნუ შევაყრით ნაცარს თვალში და ნუ დავარწმუნებთ იმაში, რომ თითქოს და გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან, მათი პრობლემების გადაწყვეტისთვის, ის რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. ეს არის მოსახლეობის მოტყუება. ამაზე პედალირება არ შეიძლება, რადგან ეს არ არის ის საკითხი, რომელიც რეალურად საქართველოს მოსახლეობის ინტერესშია. ეს არის გარკვეული პარტიებისთვის სასურველი რელობა, მაგრამ არამც და არამც მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება კითხვას, შეუწყვეტს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებს, თუ ისინი პარლამენტს ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ, სარჯველაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებები იქნება იმ რეალობის შესაბამისი, რა რეალობაც იქნება ქვეყანაში.

„მესმის, ოპოზიციას დიდი სურვილი აქვს, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი რეალურ კრიზისში გარდაქმნას. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებები იქნება იმ რეალობის შესაბამისი, რა რეალობაც იქნება ქვეყანაში. რა იქნება ყველაზე მეტად ოპტიმალური და საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის და არა კონკრეტული პარტიების, კონკრეტული გეგმის განხორციელების თვალსაზრისით“,- აღნიშნა სარჯველაძემ.