მიმიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ, ჯანმრთელობის პრობლემით პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტას მიაღწიონ
ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, სხვა მხარეებისთვის კი – პოლიტიკური გარემოებები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობა იყოს დაცული.
„ლობისტური კომპანიის დაქირავებაში პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა მთავარი ფაქტორი – პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სააკაშვილის მომხრეებისთვის მთავარი ამოცანაა არა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, არამედ მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენა, რომ განხორციელებადი გახდეს პოლიტიკური ამოცანა, რაც სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებაში მდგომარეობს. ამიტომ ცდილობენ, ჯანმრთელობის პრობლემით პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტას მიაღწიონ. ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ჯანმრთელობა იყოს დაცული. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, სხვა მხარეებისთვის – პოლიტიკური გარემოებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.
30 ნოემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „მივიღე ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით“.