მიხეილ სარჯველაძე - ლევან იოსელიანის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ რამდენად იქნება რესურსი, რომ სახალხო დამცველად მის კანდიდატურაზე შევთანხმდეთ, დრო გვაჩვენებს
ლევან იოსელიანის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მისი კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების მიმართ, მაგრამ რამდენად იქნება რესურსი, რომ სახალხო დამცველად მის კანდიდატურაზე შეთანხმება იყოს, ამას დრო და კონსულტაციები გვაჩვენებს, – მის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ლევან იოსელიანის მიმართ მხოლოდ პოზიტიურის თქმა შეუძლია.
„ახალი ამბავია და სიმართლე გითხრათ, შესაძლებლობა არ მქონდა, პოლიტიკური გუნდის პოზიცია გითხრათ. ლევან იოსელიანის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მისი კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების მიმართ, მაგრამ რამდენად იქნება რესურსი, რომ შეთანხმება იყოს, ამას დრო და კონსულტაციები გვაჩვენებს. ეს კანდიდატურა საინტერესოა. ლევან იოსელიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ მისი კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების მიმართ. მის მიმართ არავითარი ეჭვის საფუძველი არ გამაჩნია, მხოლოდ პოზიტიურის თქმა შემიძლია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ლევან იოსელიანი არის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს.