მიხეილ სარჯველაძე - „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მანკიერი ალიანსი ჰქონდათ, სამწუხაროდ, ამას გააგრძელებენ, მაგრამ არ მგონია, პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს
„ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მანკიერი ალიანსი ჰქონდათ. სამწუხაროდ, ამას გააგრძელებენ, მაგრამ არ მგონია, პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები. როგორ იქნება ეს, უპირველესად, ამომრჩეველს ვკითხავთ“.
„ვამბობდით, რომ თანამშრომლობდნენ და რეალურად, ერთ პოლიტიკურ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები იყვნენ. „ლელო“ ამის თქმას თაკილობდა და არ აღიარებდა. ყველასთვის გასაგები გახდა, რომ რასაც ვამბობდით, მართალი აღმოჩნდა. მანკიერი ალიანსი იყო, რომელიც „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდათ. სამწუხაროდ, ამას გააგრძელებენ, მაგრამ არ მგონია, პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს გინდ ერთისთვის, გინდ მეორისთვის. არ მგონია, რომ ისინი ოპოზიციაში იქცევიან ალტერნატიულ ძალად, მიზიდულობის წერტილად. ეს ხალხი თავს ზემოთ ახტომას ვერ შეძლებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.