მიხეილ სარჯველაძე - კონსტიტუციისა და სამართლის დაცვა არის პრინციპი, რასაც ევროპამდე მივყავართ, ევროპისკენ სვლა კონსტიტუციის დარღვევით არ არის სწორი არჩევანი
მიხეილ სარჯველაძე - კონსტიტუციისა და სამართლის დაცვა არის პრინციპი, რასაც ევროპამდე მივყავართ, ევროპისკენ სვლა კონსტიტუციის დარღვევით არ არის სწორი არჩევანი

კონსტიტუციის დაცვა და სამართლის დაცვა არის ის პრინციპი, რასაც ევროპამდე მივყავართ. ევროპისკენ სვლა კონსტიტუციის დარღვევით არ არის სწორი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ფიქრობს მართებულად – ევროპისკენ სვლას სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით ვაგრძელებთ.

„ყველაზე მთავარი შეცდომა სწორედ ის არის, 49-ე მუხლია თუ 52-ე. ეს მცდარი პოზიციები აქვთ ოპოზიციას, პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლები იმ უფლებამოსილებას ეხება, რომელიც საგარეო პოლიტიკურ წარმომადგენლობას უკავშირდება. არ შეიძლება, ერთი მეორეს გამორიცხავდეს და ასეთი ინტერპრეტაცია იყოს შეთავაზებული. ასევე არ შეიძლება, საქართველოს კონსტიტუცია ვიკითხოთ 49-ე მუხლამდე და ამის შემდეგ აღარ ვიკითხოთ. ორივე მუხლი ერთმანეთს ავსებს და უფლებამოსილება 52-ე მუხლით განისაზღვრება. რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურაზე ფარულ კენჭისყრას, ამას რეგლამენტი განსაზღვრავს, რაშიც სწორი ჩანაფიქრია ჩადებული. ოპოზიციაში ერთმანეთს არ ენდობიან, ერთმანეთის მიმართ აქვთ ეჭვები და ინსინუაციებს იგონებენ კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით. ეს ერთმანეთში გაარკვიონ. წინასწარ შემზადება ხდება მარცხისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოს კონსტიტუცია დარღვეულია, ეს ის გზა არ არის, რაც ევროპამდე მიგვიყვანს. კონსტიტუციის დაცვა და სამართლის დაცვა არის ის პრინციპი, რასაც ევროპამდე მივყავართ. ევროპისკენ სვლა კონსტიტუციის დარღვევით არ არის სწორი არჩევანი. სამწუხაროდ, ეს არის ოპოზიციის არჩევანი, ხელისუფლება კი ფიქრობს მართებულად – ევროპისკენ სვლას სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით ვაგრძელებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.