მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. იგი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო, დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარჯველაძე სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა.
„დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა მიხეილ სარჯველაძეს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა, თუ როგორ შეიცვალა ცენტრი ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც სისტემის უზრუნველყოფისთვის ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის.
მიმდინარე საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.