მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე, თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დიარჯი“ სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა სამუშაო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.