მიხეილ სარჯველაძე - იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ დაზიანებული ინფორმაცია მიეწოდებოდათ ევროპელ პარტნიორებს, საქართველოზე ზეპირ ანგარიშში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია
მიხეილ სარჯველაძე - იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ დაზიანებული ინფორმაცია მიეწოდებოდათ ევროპელ პარტნიორებს, საქართველოზე ზეპირ ანგარიშში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია

იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ დაზიანებული ინფორმაცია მიეწოდებოდათ ევროპელ პარტნიორებს საქართველოდან პროცესის მიმდინარეობის შესახებ, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ შთამბეჭდავია შედეგებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბევრ საკითხზე მარტივი პასუხი გაეცა ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებს.

„საბოლოო შეფასებებს უნდა დაველოდოთ და უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია იქნას მიწოდებული თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუ როგორია შესრულების ხარისხი. დიდი იმედი მაქვს, რეალურად დადასტურდება, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული პუნქტების შესრულების მიმართულებით, ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა და წარმატებას ვერ მივაღწიეთ იმ პუნქტებში, სადაც, სამწუხაროდ, საჭირო იყო ოპოზიციის ჩართულობა. არის ცალკეული საკითხები, რომლებზეც არ მგონია, რომ სწორი შეფასებებია გაკეთებული, მათ შორის შეუსრულებელ ნაწილთან დაკავშირებით.

დეპოლარიზაციის კუთხით, სამწუხაორდ, უნდა ვთქვათ, როგორც კი გამოქვეყნდა შარშან ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ მოდით, დეპოლარიზაციის მიზნით, დავსხდეთ ერთად, ვიმუშაოთ და ბევრი სამუშაო ფორმატი შეიქმნა, რისი მთვარი მოტივაცია, მიზანი იყო, რომ ყველა ერთად დავმსხდარიყავით და დაგვეგემა ის რეფორმები, რომლებიც დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებას სჭირდებოდა. ამაზე პასუხი, ყველას ახსოვს, რა იყო, გამოაცხადეს ბოიკოტი და თქვეს, რომ ამ პროცესებში ჩვენ არ ჩავერთვებით და გახსოვთ, თქვეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს შესრულებას, წინასწარ გამოაცხადეს და მთელი ერთი წელია, დაკავებული არიან, რომ ეს ანონსი დამაჯერებელი გახადონ.

პროცესი წავიდა ისე, რომ ყველა მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით და მერე იძულებული აღმოჩნდნენ, რომ გარკვეული ფორმით დაეწყოთ საუბარი. ამ ყველაფერს კონსტრუქციულობის ნიშანწყალი დააკარგვინა, ძირი გამოუთხარა ლევან ხაბეიშვილის განცხადებამ, როდესაც თქვა, რომ ცხელი შემოდგომა იქნებაო. როდესაც ხელისუფლება დეპოლარიზაციაზე საუბრობს, ხელისუფლება სთავაზობს სამუშო ჯგუფის ფორმატებს, გამოდის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია და ამბობს, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხის ჩანაფიქრი იყო, ამ ყველაფრისთვის ხელი შეეშალათ. დივერსია განახორციელეს ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა.