მიხეილ სარჯველაძე - გამორიცხულია რაიმე სანქციებზე საუბარი, რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს
გამორიცხულია რაიმე სანქციებზე საუბარი, რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს, – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ხელისუფლებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, სანქციებს ადგილი არც 2012 წლამდე ჰქონია, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობა იყო.
„არანაირი წინაპირობა არ არსებობს მოლოდინისთვის, რომ საქართველოს მიმართ რაიმე სანქცია გავრცელდეს. სამწუხაროდ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით და ასეთი სანქციები არ გვინახავს. მით უმეტეს, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ათჯერ უკეთესი მდგომარეობაა ყველაზე კრიტიკული შეფასებითაც კი. ასეთ პირობებში, გამორიცხულია რაიმე სანქციებზე საუბარი, რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.