მიხეილ სარჯველაძე - გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა მკურნალობის დაფინანსების საკითხი რამდენიმე კვირაში დადებითად გადაწყდება, რაზეც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი რამდენიმე კვირაში დადებითად გადაწყდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
კერძოდ, შეკითხვა ეხებოდა, როდიდან ამოქმედდება აღნიშნული დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროგრამა.
„შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება დადებითად. ამის თაობაზე ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, უპირველესად იმ ხალხს, ვისაც ამის საჭიროება აქვს. პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის მკურნალობას უკავშირდება, სისტემურად იქნება გამართული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამ ეტაპზე დაფინანსების პროგრამით მხოლოდ აჭარასა და თბილისში რეგისტრირებული პაციენტები სარგებლობენ.