მიხეილ სარჯველაძე - გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები ზუსტად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგს, პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის
გაერო-ს მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაერო-ს მთავარი პრიორიტეტია, ზუსტად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგს.
„ყველასთვის გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო აქტივობებში, საერთაშორისო ძალისხმევაში არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. მით უმეტეს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაერო-ს მთავარი პრიორიტეტია, ზუსტად ემთხვევა დღის წესრიგს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა.