მიხეილ სარჯველაძე - ფარცხალაძის მიმართ უკიდურესად მძიმე ბრალდებაა და მტკიცებულებების წარდგენა აუცილებელია
მიხეილ სარჯველაძე - ფარცხალაძის მიმართ უკიდურესად მძიმე ბრალდებაა და მტკიცებულებების წარდგენა აუცილებელია

ფარცხალაძის მიმართ უკიდურესად მძიმე ბრალდებაა და მტკიცებულებების წარდგენა აუცილებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რაში გამოიხატება ფაქტები.

„ოთარ ფარცხალაძის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდე, ამ შემთხვევაში, რაში გამოიხატება ფაქტები, მტკიცებულებები და გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება, კეთდებოდეს ასეთი შეფასებები და დასკვნები. უკიდურესად მძიმე ბრალდებაა და არ შეიძლება, ასე მარტივად გაიზიარო და იყო ბრალმდებელი. აუცილებელია მტკიცებულებების წარდგენა, რაზე დაყრდნობით შეიძლება ასეთი დასკვნების გაკეთება. მტკიცებულება როცა არ გვაქვს, ეს კარგი მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.