მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივანს, ესტერ ლინჩსა და ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივანს, ესტერ ლინჩსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.
„ევროკავშირის პროფკავშირების გენერალური მდივანმა მინისტრს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
მხარეებმა არსებული საკითხების გადასაწყვეტად სამომავლოდ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.
შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა და ევროკავშირის პროფკავშირების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლორენცო რეპეტი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.