მიხეილ სარჯველაძე - ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა ერთმნიშვნელოვნად იმ წარმატების აღიარებაა, რომელიც ქვეყანას აქვს
მიხეილ სარჯველაძე - ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა ერთმნიშვნელოვნად იმ წარმატების აღიარებაა, რომელიც ქვეყანას აქვს

ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა ერთმნიშვნელოვნად იმ წარმატების აღიარებაა, რომელიც ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეს წარმატება ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ განაპირობეს.

„სამწუხაროდ, ძალიან მცირე იყო ოპოზიციის ჩართულობა. საბედნიეროდ, ამ წარმატების აღიარება მოხდა, რაც ქვეყანას აქვს და სწორედ ეს განაპირობებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებით მოლოდინს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება და ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ახალ სიმაღლეზე გადავა. ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ შექმნილი ვითარება ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებით განაპირობებდეს, ამ მნიშვნელოვანი წინაპირობების მიუხედავად, გადაწყვეტილების შეცვლას. მოლოდინი პოზიტიურია და, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ თუნდაც უკრაინის საკითხზე მიმდინარე დისკუსია რამენაირად უარყოფითი გადაწყვეტილების მოლოდინს იძლეოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული: „საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ, მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელოდება მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით“.