მიხეილ სარჯველაძე - ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რადგან ამან მოსახლეობისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს და ხელისუფლების კრიტიკისთვის მიზეზი ჰქონდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რადგან ამან მოსახლეობისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს და ხელისუფლების კრიტიკისთვის მიზეზი ჰქონდეთ

ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რათა ამან მოსახლეობისთვის გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განაცხადებას, სადაც კორძაიამ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროებით შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ბანკსაც, ამიტომ ეს არის ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი, თურნავამ ბრძანება გააუქმოს“.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს არის ერთგვარი აღიარებითი ჩვენება.

„პრეზიდენტმა ეს ვინმესთან მართლა თუ თქვა და ამას ღიად ვინმე ადასტურებს, ნიშნავს, რომ ეს არის ერთგვარი აღიარებითი ჩვენება. აღიარება იმისა, რასაც ჩვენ ამდენ ხანს ვამბობთ და, წესით, უნდა ეთაკილებოდეთ ასეთი დამოკიდებულება, როდესაც აზიანებენ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, ინსტიტუციებს. აზიანებენ მარტო იმ მიზნით, რომ ხელისუფლებასთან პაექრობაში რაღაც კრიტიკული არგუმენტი მოიპოვონ. ე.ი. გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რათა ამან გამოიწვიოს, მაგალითად, უარყოფითი შედეგები მოსახლეობისთვის მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლების კრიტიკისთვის რაღაც მიზეზი ჰქონდეთ. ხელოვნურ კრიზისებს ქმნიან, სხვა არაფერი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.