მიხეილ სარჯველაძე - ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას
ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობდი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის განმარტებას და გადაწყვეტილებას. ეკატერინე ტიკარაძე დარჩება, რა თქმა უნდა, იმ გუნდის წევრად, რომელიც რეალურად გააგრძელებს ამავე მიმართულებებით საქმიანობასა და მუშაობას“,- განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, სარჯველაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ეს ახალი ამბავია ჩემთვის, არ იყო ნამდვილად მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ ვფლობ ინფორმაციას, რომ შემცვლელზე ან ახალ კანდიდატურაზე იყოს საუბარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.