მიხეილ სარჯველაძე - დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში გახარიას ხმებიც „ქართული ოცნების“ მხარეს წამოვა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე –
მეორე ტური სადაც უნდა იყოს, ყველგან უზარმაზარი უპირატესობა აქვს „ქართულ ოცნებას“. გარდაუვალი მგონია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოცივე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე ტურში ოპოზიციას წარმატების პერსპექტივა არ აქვს.
„არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც გარკვეული მხარდაჭერა მიიღეს, მეორე ტურში ვერ გავიდნენ, მაგრამ მათი ელექტორატი არ იქნება განწყობილი ოპოზიციის მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“, მათი უდიდესი უმრავლესობა განწყობილი იქნება ზუსტად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და არა „ნაციონალური მოძრაობის“. დარწმუნებული ვარ, გახარიას ხმებიც „ქართული ოცნების“ მხარეს წამოვა. დიდი წარმატების პერსექტივა ოპოზიციას არ აქვს. ოპოზიცია იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ სხვა მდგომარეობაა. ნაცნობები მყავს, რომელთაც მხარი გახარიას დაუჭირეს. პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი ნაცნობების 100 პროცენტი მეორე ტურში მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპული მიუღებლობა აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.