მიხეილ სარჯველაძე - ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებით ბოდიშები სრულიად ფლიდური იყო, სინამდვილეში, არანაირი განცდა არ აქვთ იმაზე, რაც ქვეყანაში დაატრიალეს
მიხეილ სარჯველაძე - ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებით ბოდიშები სრულიად ფლიდური იყო, სინამდვილეში, არანაირი განცდა არ აქვთ იმაზე, რაც ქვეყანაში დაატრიალეს

გუშინდელ აქციაზე ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებით ბოდიშები სრულიად ფლიდური იყო. სინამდვილეში, ამ ხალხს არანაირი განცდა არ აქვს იმაზე, რაც ქვეყანაში დაატრიალეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს წინსვლა გაგრძელდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც.

„სახელმწიფოს წინსვლა უნდა გაგრძელდეს და ასე იქნება 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს. ის, რაც გუშინდელ აქციაზე ვიხილეთ, ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებით ბოდიშები სრულიად ფლიდური იყო. სინამდვილეში, ამ ხალხს არანაირი განცდა არ აქვთ იმაზე, რაც ქვეყანაში დაატრიალეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ის მხარდაჭერა არ აქვს, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლას მოუტანს. ასეთ ფონზე კი, ეცდებიან, მხარდაჭერის დეფიციტი დესტრუქციული ქმედებებით და ხმაურით შეავსონ. აქციის პათოსი იყო, რომ ვინაიდან მათ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ შეიძლება, მისთვის მსჯავრდების წაყენება. „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციებზე უპირატესად ის ადამიანები არიან, ვინც უარგუმენტოდ და უაპელაციოდ ყველა არჩევნებზე 5-იანს ხაზავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.