მიხეილ სარჯველაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, სხვანაირად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ საჯველაძემ განაცხადა.
„მეჩვენება, რომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი აღარც მიდის კონკრეტული კანდიდატურა კარგია, ცუდია. ისინი უბრალოდ ყოველთვის ემზადებიან საიმისოდ, რომ მათთვის კომფორტული წინაპირობები შეიქმნან არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რომ გააკეთონ განცხადებები ვინმეს მიკერძოებულობაზე და ა.შ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცი ემზადება დამარცხებულის პოზიციიდან დესტრუქციული დღის წესრიგის შექმნისთვის.
„პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, სხვანაირად წარმოუდგენელია ჩვენს დროში. მოქმედი პროცედურებიც ამას უზრუნველყოფს და საზოგადოება დაინახავს, როგორი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ ფონზე, როდესაც განწყობა ასეთია, იქ ჩართულობასაც კი, პრაქტიკულად, მათი მხრიდან, მაინცდამაინც დიდი ეფექტი და დანიშნულება თითქოს აღარც აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.