მიხეილ სარჯველაძე - ბრიუსელიდან რეალისტური გზავნილები იყო, სწორი აქცენტები გაკეთდა იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ცხრა ნაბიჯის ფარგლებში
ბრიუსელიდან რეალისტური გზავნილები იყო, ვის, ვის და ევროკავშირს ნამდვილად კარგად მოეხსენება რეალურად არსებული სიტუაციაც და შეფასებები არასდროს ეშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებსაც გუშინ ვუსმენდით და რა განცხადებებიც მათი მხრიდან გაკეთდა, ეს არის საქართველოს რეალისტური შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ევროკავშირის განცხადებები არის საქართველოს ამჟამინდელი წარმატების დაფასება და აღიარება, ასევე ხედვა იმის, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს პროცესები.
„სწორედ ეს გვაძლევს იმედიანად ყოფნის საბაბსა და საფუძველს. რეალურად, კიდეც არის გაზრდილი, მაგალითად, თავსებადობის მაჩვენებელი. გვაქვს მოსაზრებები და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას, მაგალითად, ანტიევროპული განწყობების პროპაგანდირების თვალსაზრისით თუ სხვადასხვა მიმართულებით. სწორად იყო აქცენტი გაკეთებული იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ცხრა ნაბიჯის ფარგლებში“, – განაცხადა სარჯველაძემ.