მიხეილ სარჯველაძე - ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება კითხვებისა და მანიპულაციისთვის საფუძველს არ ტოვებს
ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება კითხვებისა და მანიპულაციისთვის საფუძველს არ ტოვებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან ის გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, „ფონდი ქართუსთვის“ ქონების გადაცემის გამო.
სარჯველაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.
„ოპოზიციონერთა მხრიდან მტკნარი სიცრუე აღარ სრულდება, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაკრიტიკების შესაძლებლობას ეძებენ, გადაწყვეტილების, რომელიც არანაირ კრიტიკას არ იმსახურებს. ეს წარმოადგენს განსაკუთრებულ და გამორჩეულ აქტს, რომლითაც, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ კაცობრიობას და ჩვენს ქვეყანას შეუძლია იამაყოს. გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ ქველმოქმედების დიდ მასშტაბებზე.
ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება კითხვებისა და მანიპულაციისთვის არავითარ საფუძველს არ ტოვებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა. ფაქტია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე. როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, საქართველოს განვითარებისთვის შეტანილ წვლილზე. ადამიანურად, რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი, საქმე გვაქვს მართლაც არაჩვეულებრივ ქველმოქმედებასთან და არაჩვეულებრივ ქველმოქმედ ადამიანთან, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული საქართველოს კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, „ფონს ქართუსთვის“ ქონების გადაცემა სანქციებს ხომ არ უკავშირდება, სარჯველაძემ უპასუხა: „არ მესმის, რატომ უნდა ეძებდნენ ადამიანები ასეთ ქვეტექსტებს და ქვენა გრძნობებს მაშინ, როდესაც არ არის საქმე საამისოდ“.