მიხეილ სარჯველაძე - არ ვიცი, რამდენად იცის ლევან ხაბეიშვილმა, რა არის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, მაგრამ ვალდებულია, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს
მიხეილ სარჯველაძე - არ ვიცი, რამდენად იცის ლევან ხაბეიშვილმა, რა არის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, მაგრამ ვალდებულია, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს

არ ვიცი, რამდენად ერკვევა ლევან ხაბეიშვილი და რამდენად იცის, რა არის სამართალი და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

„არ ვიცი, რამდენად ერკვევა ლევან ხაბეიშვილი და რამდენად იცის, რა არის სამართალი და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა. იცის თუ არა, ამის მიუხედავად, ის ვალდებულია, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს, რადგან პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკოსია. რომელი პარტიის თავმჯდომარეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა წარმოიდგინოს თავი, უფლება არ აქვს, თავი დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე სახელმწიფო და სამართალია. ეს არავის გასვლია და არც მას გაუვა, თორემ ასეთი განცხადება რეალობამდე ვერც მიიყვანს. ეს ორი პოლიტიკური დაჯგუფება ამომრჩეველში ქულების დასაწერად პარტიის შიგნით ინსტრუმენტად და კრიტერიუმად იყენებენ იმას, თუ ვინ უფრო მეტად არანორმალურ რამეს იტყვის, რაც თავსებადი არ არის სამართლებრივი ან დემოკრატიული სამყაროსთვის. რადიკალიზაციას ვინ მეტად მოახდენს და საკუთარ ამომრჩეველს გულს ვინც მეტად მოფხანს, ამაზე კეთდება გათვლა, რაც არასწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.