მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, პროცესები წავიდეს იმ სცენარებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აანონსებენ
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, პროცესები წავიდეს იმ სცენარებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აანონსებენ

ნამდვილად არ მგონია, რომ პროცესები შეიძლება წავიდეს იმ სცენარებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აანონსებენ, – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტების კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება არ მოხდეს.

„სიმართლე გითხრათ ასეთი მოლოდინი არ მაქვს. ნამდვილად არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში პროცესები შეიძლება, წავიდეს რიგგარეშე არჩევნების და იმ სცენარებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აანონსებენ. აქ კითხვის ნიშნების დასმის საფუძველი ამ წუთას არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან სარჯველაძის თქმით, მან დღეს გაიგო, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა.

„დღეს გავიგე. დღევანდელი გადმოსახედიდანაც არაფერი დადასტურებულა ამ თვალსაზრისით, რომ გუნდში რაიმე დაპირისპირება იყო. კონკრეტული უთანხმოება გაჩნდა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.