მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ოპოზიციამ შეძლოს კონკრეტული პრობლემის დასახელება, რომელიც პრემიერის ანგარიშში არ იყო წარმოდგენილი
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ოპოზიციამ შეძლოს კონკრეტული პრობლემის დასახელება, რომელიც პრემიერის ანგარიშში არ იყო წარმოდგენილი

პრემიერ-მინისტრის ანგარიშში გაანალიზებული და შეფასებულია პრაქტიკულად ყველა გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს. ასევე, წარმოდგენილი იყო პრობლემების რელევანტური ხედვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მოსმენაც პარლამენტში ხვალ გაგრძელდება.

„რიგგარეშე სხდომაზე საკითხის იმ ეტაპიდან გაგრძელდება, სადაც შეწყდა. უკვე გათვალისწინებულია საპარლამენტო ერთეულების გამოსვლები, მათ შორის კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო დეპუტატების და ასე შემდეგ. საინტერესო იქნება ყველა პოზიციის მოსმენა, თუმცა პირადად მე, მოლოდინი მაქვს, რომ გვერდს ვერ ავუქცევთ ანგარიშის იმ დადებით მახასიათებლებს, რომელიც სრულფასოვნად წარმოჩინდა უშუალოდ ანგარიშის პრეზენტაციისას. კითხვა-პასუხის რეჟიმში ასევე გამოჩნდა და ალბათ, ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ყველაზე სწორი აქცენტები გაკეთდება სწორედ ამ დეპუტატების გამოსვლებისას, უკვე, როდესაც შეჯამდება ეს ანგარიში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ვერ დაეთანხმება ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებებს, რომ პრემიერი აცდენილია რეალობას.

„ვერ დავეთანხმები. წარმოდგენილ ანგარიშს თუ გავეცნობით, გაანალიზებული და შეფასებულია პრაქტიკულად ყველა გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს. რაც მთავარია, წარმოდგენილი იყო​ ამ პრობლემების მოწესრიგების რელევანტური ხედვა. არ ვიცი, რომელ კონკრეტულ პრობლემას მოისაკლისებდა ანგარიშიდან ოპოზიცია. ჯობია, მათ ჰკითხოთ, თუ ამბობენ რომ რეალისტობა აკლდა ანგარიშს, რომელ პრობლემაზე იყო საუბარი. არ მგონია, მათ შეძლონ რომელიმეს დასახელება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.