მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, მოცემულ ვითარებაში რაიმე მიზეზი იყოს აქციებისთვის ან საპროტესტო მუხტის გაღვივებისთვის
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, მოცემულ ვითარებაში რაიმე მიზეზი იყოს აქციებისთვის ან საპროტესტო მუხტის გაღვივებისთვის

ეს აქციები იმავე ქრონიკებში ჩაიწერება, რაც გაცხადებული იყო ანონსები ცხელ შემოდგომაზე, ცხელ გაზაფხულზე, ან თვეების მიხედვით ტემპერატურის ზომები და ა.შ. არ მგონია, რომ მოცემულ ვითარებაში რაიმე მიზეზი იყოს აქციებისთვის ან საპროტესტო მუხტის გაღვივებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, „აქციების გზა მრავალჯერ ნაცადი კი არის, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, როცა რომელიმე იდეას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, რაც არ უნდა რესურსი დახარჯონ,  ვერცერთ აქციას ვერ დაგეგმავენ ისე, რომ წარმატების შთაბეჭდილებას ბადებდეს“.

„ახლა მორიგ წარუმატებელ მცდელობასთან გვაქვს საქმე, როცა აქციებს ვაფასებთ. ეს იმავე ქრონიკებში ჩაიწერება, რაც გაცხადებული იყო ანონსები ცხელ შემოდგომაზე, ცხელ გაზაფხულზე, ან თვეების მიხედვით ტემპერატურის ზომები და ა.შ. არ მგონია, რომ მოცემულ ვითარებაში რაიმე მიზეზი იყოს აქციებისთვის ან საპროტესტო მუხტის გაღვივებისთვის. მათი პოზიცია არასწორი და არათანმიმდევრულია, რადგან ბოიკოტს აცხადებენ, მანდატებს ინარჩუნებენ და თან მუშაობაზე უარს ამბობენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფაქტია, ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკუთარი მანდატების მიმართ. ეთიკურად მაინც ვალდებული არიან, პარლამენტში ოპოზიციის ხმა ისმოდეს და ამას აკნინებენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.