მიხეილ სარჯველაძე - 9 აპრილის მისაკუთრების მცდელობა ამორალური და არაკეთილსინდისიერი საქციელია
მიხეილ სარჯველაძე - 9 აპრილის მისაკუთრების მცდელობა ამორალური და არაკეთილსინდისიერი საქციელია

ამორალურია, როდესაც ცდილობენ, 9 აპრილი მიისაკუთრონ, ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე 9 აპრილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ხაბეიშვილის ნაბიჯებში ლოგიკის დანახვა რთულია.

„ნუ დაისახავთ ზერთულ ამოცანებს, რომელიც, მაგალითად, ხაბეიშვილის ნაბიჯებსა და რიტორიკაში ლოგიკის ამოხსნას გულისხმობს. ამას თქვენ ვერ გააკეთებთ და სჯობს, თავი დაანებოთ. ეს აბსოლუტურად აზრის არმქონეა. ნუ ეძებთ რაღაცას იქ, სადაც არ არსებობს. აშკარად იგივე ხელწერაა, როდესაც ცდილობენ, მათგან დამოუკიდებლად საზოგადოებაში ობიექტურად არსებული განწყობები, ემოციური ფონი, ცალკეული თარიღების მიმართ დამოკიდებულება საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.