მიხეილ საკაშვილი - „იმედის” ჟურნალისტი და მორალი ერთმანეთთან საერთოდ რა კავშირია
„იმედის“ ჟურნალისტი და მორალი ერთმანეთთან საერთოდ რა კავშირია,- ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტ შორენა ხვიჩიას ფეისბუქზე.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია სათაურით – „საქართველო – ბიზნესუტოპიის უკან ამოფარებული ინვესტორების სასაფლაო,” რომელზეც ჟურნალისტმა ასეთი კომენტარი დაწერა: „ქვეყნის პრეზიდენტი (ყოფილი, მაგრამ მაინც) მილიონზე მეტი გამომწერის და ალბათ ათასობით ინვესტორის დასანახად რომ აზიარებთ ამ ამბავს, ცოტა უხერხულობას მაინც არ გრძნობთ? რასაც უნდა ფიქრობდეთ და რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამას რა ჰქვია?”
სწორედ ამ კომენტარს მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის პასუხი: „იმედის“ ჟურნალისტი და მორალი ერთმანეთთან საერთოდ რა კავშირია? წადით და გააგრძელეთ საქართველოს მტრების ფასიანი მომსახურება!“