ნიდერლანდების ხელისუფლებამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვიზის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი აქვეყნებს. ინფორმაცია გამოცემას ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტრომ დაუდასტურა.
როგორც გაზეთი წერს, აპატრიდ სააკაშვილს ვიზა კიევში ნიდერლანდების საელჩოში მისცეს.
თავისი მოთხოვნის მოტივად მიხეილ სააკაშვილმა ოჯახის გაერთიანება დაასახელა. მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეა.