ვიტალი კლიჩკომ დახმარების ხელი გამომიწოდა და ღირსეული შეთავაზება გააკეთა, მადლობას ვუხდი მას, თუმცა ეს პრინციპებისგან გადახვევა იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარ“-ის ხელმძღვანელობაზე შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კონსულტაციების გარეშე არ სურდა.
„მიუხედავად იმისა, რომ კლიჩკომ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, ჩვენთვის ამ კავშირში შესვლა არ ღირს, რადგან ჩვენ გვაქვს ნათელი დიალოგი, ნათელი ურთიერთგაგება და პრინციპები. მე ვიყავი პრეზიდენტი და გუბერნატორი. ვიყავი თქვენი ნაწილი საქართველოში და უკრაინაში და არასდროს წავსულვართ რამეზე საკუთარი პრინციპების ზიანის სანაცვლოდ. ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ ეს პრინციპებიდან გადახვევა იქნებოდა. ამიტომ ჩვენ ამაზე არ წავალთ. უკრაინაში შესაძლებლობების საძებნად და ნებისმიერ ფასად პოლიტიკური თანამდებობებისთვის ან საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად არ ჩამოვსულვარ. ჩამოვედი უკრაინის უკეთესობისკენ შესაცვლელად, ძველი პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ, ახალგაზრდების დასახმარებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის, „უდარ“-ის ხელმძღვანელობა შესთავაზა.