მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდას“ ინტერვიუ მისცა - ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი
მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდას“ ინტერვიუ მისცა - ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი

ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში ამბობს, რომლის სრული ვერსია ხვალ გამოქვეყნდება.

ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, უკრაინიდან საქართველოში რომ არ დაბრუნებულიყო და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო, რითი იქნებოდა დაკავებული, რაზეც სააკაშვილი პასუხობს:

„უპირველეს ყოვლისა, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელიც ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ მიმაჩნია. მასთან შედარებით რეიგანი და ჩერჩილი ნერვიულად ეწევიან სადმე, კუთხეში. მთელ მსოფლიოს შემოვუვლიდი, გამოვიყენებდი რა ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის. მეორე – მუდმივად წინა ხაზზე ჩავიდოდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა და დაბადების დღე მომილოცეს, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ ვივიწყებ, რომ მათგან 35-მა სიცოცხლე გასწირა ომში, მათ შორის, შვიდმა – ბახმუტის ფრონტზე. ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისი თანაშემწე ვლადიმირ ჩავრიგა ხერსონთან დაიღუპა და მცველი მიხეილ ბატურინი მძიმედ დაიჭრა ბახმუტთან.

„თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ”, – განაცხადა სააკაშვილმა.